ეგოიანმა ექსელსიორს მოაგებინა და მატჩის საუკეთესო გახდა
ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-17 ტურში ექსელსიორმა ზვოლეს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ირაკლი ეგოიანმა მატჩის გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ექსელსიორს მოაგებინა და საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს, ზვოლემ მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში გაათანაბრა, ეგოინმა კი თამაშის მომგები გოლი 78-ე წუთზე გაიტანა. ირაკლისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გოლი იყო, მას ერედივიზიაში ორი საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული.
ეგოიანმა, ორივე გუნდის შემადგენლობაში, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - SOFASCORE-მა მისი თამაში 8.1 ქულით შეაფასა, WHOSCORED-მა კი ქართველს 8 ქულა დაუწერა.
ექსელსიორი და ზვოლე ცხრილში მეზობლები არიან, ორივე გუნდს 19 ქულა აქვს და მე-11/მე-12 პოზიციებს ინაწილებენ.
Yegoian beslist het in eigen huis 🏠#EXCPEC pic.twitter.com/k132tnenw9
— VriendenLoterij Eredivisie (@eredivisie) December 20, 2025