ძმები ერთად ითამაშებენ | ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ტომას ტუხელმა, ერთა ლიგის მატჩებისთვის, სადაც ინგლისის ნაკრები ხორვატიასა და ესპანეთს შეხვდება, შემადგენლობა დაასახელა.
For the final time in 2026… 🥁
— England (@England) November 6, 2026
Your #ThreeLions squad for November camp! 🦁 🏴
ჩელსის ვარსკვლავი კოულ პალმერი ტომას ტუხელის მიერ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დასახელებულ განაცხადს მიღმა დარჩა, ხოლო ჯობ ბელინგემმა და ჯოშ კინგმა ეროვნულ გუნდში პირველი გამოძახება მიიღეს.
პალმერი იმ 25-კაციანი განაცხადის მიღმა აღმოჩნდა, რომელიც ტუხელმა პარასკევ დილით გამოაქვეყნა. სამაგიეროდ, გუნდში ადგილი მოიპოვა ჯუდ ბელინგემმა და კარიერაში პირველად - მისმა ძმამ, დორტმუნდის ნახევარმცველმა, ჯობ ბელინგემმა.
„სამმა ლომმა“ ამ კვირაში 24 წლის პალმერს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა, რადგან ტუხელი ფიქრობდა, შეეყვანა თუ არა იგი შემადგენლობაში ერთა ლიგის მომავალი პრინციპული მატჩებისთვის ხორვატიისა და ესპანეთის წინააღმდეგ, თუმცა, ჩელსის ლიდერი საბოლოოდ მაინც განაცხადს მიღმა დარჩა. მანამდე ტუხელმა პალმერი გააფრთხილა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ტრავმის გამო წინა შეკრება გამოტოვა, რომ ის სანაკრებო დონეზე თამაშის „ძალიან ბევრ შანსს ხელიდან უშვებს“.
გამოქვეყნებულ განაცხადში დებიუტანტის სტატუსით ასევე მოხვდნენ ფულჰემის ახალგაზრდა ტალანტი - ჯოშ კინგი, ინტერის ფლანგის მცველი - ჯედ სპენსი და მადრიდის რეალის ვარსკვლავი - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი. თუმცა, ტუხელის გადაწყვეტილებით, გუნდს მიღმა დარჩა არსენალის გარემარბი ნონი მადუეკე.
ტრავმების მოშუშების შემდეგ გუნდს უბრუნდება არსენალის დუეტი - დეკლან რაისი და ბენ უაითი, თუმცა განაცხადში კვლავ ვერ მოიძებნა ადგილი ფილ ფოდენისა და კობი მეინუსთვის. იუნაიტედის ნახევარმცველმა, წინა სანაკრებო პაუზა ტრავმის გამო გამოტოვა მას შემდეგ, რაც ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე ტუხელის განაცხადში მყოფი ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელსაც მოედანზე ერთი წუთიც კი არ გაუტარებია.
ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება მარკუს რაშფორდი. იგივე მიზეზით არ არის განაცხადში ბუკაიო საკაც. ნაკრებში ადგილი შეინარჩუნა ბრაიტონის 36 წლის უტიტულო ვეტერანმა მეკარემ - ჯეისონ სტინმა.
სტინი, კინგი და ჯობ ბელინგემი განაცხადში მყოფი ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშიათ.
განაცხადში ვერ მოხვდა ევერტონის ნახევარმცველი კირნან დიუსბერი-ჰოლიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაკრებში გამოძახებისკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ გუნდელი - ჯეიმს ტარკოვსკი და მთავარი მწვრთნელი - დევიდ მოიესი. დიუსბერი-ჰოლს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არასდროს უთამაშია.
ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი შემადგენლობაში იმავე კვირაში მოხვდა, როდესაც მიუნხენის ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. თუ ის მომავალ ხუთშაბათს „უემბლიზე“ ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს, პიტერ შილტონის რეკორდს მოხსნის და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი გახდება.