ძიუბა: ,,სლუცკი ყველას ყელში ამოუვიდა, კვარაცხელიას მისი სახელიც აღარ ახსოვს''
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, არტიომ ძიუბას, sport-express-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს.
ძიუბამ თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებაში გამოცდილ თანაგუნდელებს დიდი როლი აქვთ:
ვიამაყებ, როდესაც რამდენიმე წელიწადში ბიჭები დიდ კლუბებში ითამაშებენ და მათი თამაშის ყურებისას მეცოდინება, რომ მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანე.
ამ კომენტარზე ჟურნალისტმა რუს თავდამსხმელს უთხრა, რომ ლეონიდ სლუცკიც სწორედ ასე საუბრობდა კვარაცხელიაზე, გოლოვინისა და ოდეგორზე:
,,სლუცკი ყველას ყელში ამოუვიდა, კვარაცხელიას მისი სახელი უკვე დიდი ხანია აღარ ახსოვს. ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩა სულ 3 დღე ნახა, ახლა კი დადის და ყველას ეუბნება, რომ მისგან ფეხბურთელი დააყენა. სასაცილოა...
თუმცა, უნდა ითქვას, რომ სლუცკიმ გოლოვინი ნამდვილად შექმნა. მწვრთნელმა მასში უზარმაზარი პოტენციალი დაინახა. მაგრამ, სხვებზე - კვარაცხელიაზე, ოდეგორზე, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.'' - არტიობ ძიუბა
კვარაცხელია რუბინში სლუცკის ხელმძღვანელობით 2019-2022 წლებში თამაშობდა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსული გუნდის მაისურით ჩატარებულ 73 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.