Belive

"ძალიან რთული მატჩი იყო, ახლა შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ" - გიორგი მამარდაშვილი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ხეტაფეს ესტუმრა 1:0 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე წაგების მიუხედავად გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 5-ჯერ შეძლო მეტოქის კარში დარტყმული ბურთის მოგერიება.

მატჩის შემდეგ ქართველმა მეკარემ შეხვედრაზე Movistar Plus-თან ისაუბრა

ძალიან რთული თამაში იყო, მატჩის მიწურულს გოლის გაშვება სამწუხაროა. რთულია კოლიზეუმზე ასპარეზობა (ხეტაფეს სტადიონი), მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ყავთ ხოსე ბორდალასის სახით, ჩვენ თამაშამდეც ვიცოდით რომ იქნებოდა ძალიან რთული შეხვედრა. მომავალ კვირას მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ახლა შემდეგ დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩემმა თანაგუნდელებმა ორი წარმოუდგენელი წითელი ბარათი მიიღეს. პირველი წითელი ბარათი გაბრიელ პაულისტამ მიიღო საუბრის გამო, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ხავი გერამაც მიიღო წითელი ბარათი საუბრის გამო, მაგრამ არაფერი დამინახავს და არვიცი რა თქვა. ეს ფეხბურთია და ჩვენ ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ.

-გიორგი მამარდაშვილი

შემდეგ ტურში 17 დეკემბერს, ვალენსია საკუთარ არენაზე ბარსელონას უმასპინძლებს.

სხვა სტატიები