Belive

"ძალიან ახლოს ხართ, ვერაფერს ვხედავ" - ტუხელი ფოტოგრაფებმა გააღიზიანეს | VIDEO

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არლინგტონში ინგლისის საფეხბურთო ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება (4:2) მოიპოვა. თუმცა, მატჩი სამი ლომის მთავარი მწვრთნელისთვის არც ისე სახარბიელოდ დაიწყო.

ინგლისისა და ხორვატიის ჰიმნების შესრულების დროს, ტუხელი და მისი სათადარიგოთა სკამი ფოტოგრაფების ალყაში მოექცა, რამაც გერმანელი სპეციალისტის გაღიზიანება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მიმართავს უკმაყოფილო ტუხელი ჯერ ფოტოგრაფებს და შემდეგ FIFA-ს წარმომადგენლებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები L-ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ხორვატიის შემდეგ განასა და პანამას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები