Belive

ჰარი კეინი: "მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მინდა და არა კიდევ ერთი ოქროს ბუცის"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ნორვეგიასთან გასამართი მატჩის წინ, ინგლისელთა კაპიტანი და ლიდერი ჰარი კეინი საუბრობს.

"ვფიქრობ, მე და ერლინგ ჰოლანდი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. მართალია, ორივე თავდამსხმელი ვართ, მაგრამ მოედანზე თითქმის სხვადასხვა პოზიციას ვიკავებთ. ერლინგი წარმოუდგენელია, მისი საგოლე ალღო საოცარია, ფიზიკურად კი ნამდვილი მანქანა და მხეცია. მისი დაგვირგვინება უმაღლესი დონისაა და სტატისტიკაც თავისთავად მეტყველებს.

საკუთარ თავს სხვანაირ მოთამაშედ ვხედავ, თუმცა გოლები მეც გამაქვს. მეტად მიყვარს ბურთთან შეხება, თამაშის ორგანიზებაში ჩართვა, თუმცა გამოკვეთილ ცხრიანადაც შემიძლია თამაში. ჩვენი შედარება სწორი არ მგონია. მას, როგორც ფეხბურთელსა და პროფესიონალს, დიდ პატივს ვცემ. მისი საერთო თამაში უმაღლესი კლასისაა.

სანამ იმ თასს არ მოვიგებთ, ინგლისისა და ამ გუნდის ირგვლივ ეს საუბრები ყოველთვის იქნება. თუმცა, ჩვენ კარგ პოზიციაში ვართ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც გვინდოდა ვყოფილიყავით ექვსი კვირის წინ, როდესაც მოსამზადებელ ბანაკში შევიკრიბეთ.

სწორი მიმართულებით ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით. გადავლახეთ უამრავი რთული მომენტი და მძიმე თამაში. ახლა გადამწყვეტი ბიძგის დასკვნით რვა დღეში ვართ. დაგვჭირდება, რომ თითოეული ჩვენგანი უმაღლეს დონეზე იყოს, რათა ჩვენს ოცნებებს მივაღწიოთ.

ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა და არა კიდევ ერთი ოქროს ბუცი. ვიცი, რომ თავდამსხმელი ვარ, გუნდის ცხრიანი და თუ გოლებს გავიტან, ეს ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება", - ამბობს ჰარი კეინი.

ნორვეგიისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი 12 ივლისს, მაიამიში, ჰარდ როქ სთედიუმზე უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 01:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები