"დუშან ვლაჰოვიჩი სეზონის ბოლოს იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს" - ნიკოლო სკირა
იუვენტუსის სერბი ფეხბურთელი, დუშან ვლაჰოვიჩი სეზონის ბოლოს ტურინულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი ნიკოლო სკირა აქვეყნებს. დუშანს მომდევნო ზაფხულს იუვენტუსთან კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ ჯერჯერობით მისი მომავალი გაურკვეველია.
სხვადასხვა იტალიური წყაროს ინფორმაციით ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე რამდენიმე გუნდი აქტიურობს, მათ შორის ორი პრემიერ ლიგიდანაა - მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი, ხოლო ერთი ბუნდესლიგიდან და ეს მიუნხენის ბაიერნია. გაზეტა დელო სპორტი იტყობინება, რომ 25 წლის ფორვარდი ლონდონურ ან მანჩესტერულ გუნდში შესაძლოა იანვარშივე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდეს.
Dusan #Vlahovic is ready to leave #Juventus as a free agent at the end of the season. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 29, 2025
დუშან ვლაჰოვიჩმა ახალი სეზონი კარგად დაიწყო, მას სერია A-ს 5 ტურში 2 გოლი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.