Belive

დუბლი და საგოლე გადაცემა - კვარაცხელიას შეფასება ჩელსისთან

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ჩელსის დაუპირისპირდა და 5:2 გაიმარჯვა.

პარიზული გრანდის ტრიუმფის მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც შეხვედრა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ კვარა სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, რის შემდეგაც მატჩში გარდატეხა შეიტანა და მოგებაში ლომის წილი დაიდო.

ხვიჩა კვაეაცხელიას ფენომენალური თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 8.4

  • Sofascore: 9.3

  • Whoscored: 8.7

ხვიჩა კვარაცხელიას ჩელსის წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სხვა სტატიები