Belive

დუბლი და საგოლე გადაცემა გადამწყვეტ მატჩში - მიქაუტაძემ სერენი ჟუპილერლიგაში გადაიყვანა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ჟუპილერლიგის ფლეი ოფის მეორე მატჩში გიორგი მიქაუტაძის ,,სერენმა'' ,,ვაასლანდ-ბევერენი'' სტუმრად 5:2 დაამარცხა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, შესაბამისად, მომავალ სეზონში ბელგიის უმაღლეს ლიგაში სწორედ ,,სერენი'' ითამაშებს. დღევანდელ დაპირისპირებაში ქართველმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 20 წლის თავდამსხმელმა 22-ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა. მიქაუტაძემ გოლის გატანა გუნდების პირველ შეხვედრაშიც შეძლო - ჟორჟმა იმ მატჩის 92-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე ,,სერენის'' მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მიქაუტაძის მეორე გოლი:

სხვა სტატიები