დრამატულ და შესანიშნავ მატჩში მანჩესტერ სიტი ალ ჰილალთან დამარცხდა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში მანჩესტერ სიტი ალ ჰილალთან 3:4 დამარცხდა. პირველი გოლი მე-9 წუთზე ბერნარდო სილვამ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში ალ ჰილალმა თამაში შემოატრიალა, ჯერ მარკოს ლეონარდომ შეძლო კარის აღება, ხოლო მალკომმა გუნდი წინ გაიყვანა, ძირითად დროში ერლინგ ჰოლანდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მატჩი ექსტრა ტაიმში გაგრძელდა. 94-ე წუთზე კალიდუ კულიბალიმ ალ ჰილალი კვლავ წინ გაიყვანა, 104 წუთზე კი ფოდენმა გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში 112-ე წუთზე მარკოს ლეონარდომ დააფიქსირა და დუბლიც გაიფორმა.
ალ ჰილალი 1/4-ფინალში ბრაზილიურ ფლუმინენსეს შეხვდება, რომელმაც მილანის ინტერი გამოთიშა ტურნირიდან. აღნიშნული მატჩი 4 ივლისს 23:00 საათზე დაიწყება.