დონარუმამ უჩვეულო ნომერი აირჩია და მანჩესტერ სიტის ისტორია დაწერა
ჯიჯი დონარუმა მანჩესტერ სიტის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ზაფხულის სატრნასფერო ფანჯრის განმავლობაში, იტალიელი კიპერი ქალაქელთა მეშვიდე შენაძენი გახდა, მას შემდეგ, რაც სიტიმ ტიჯანი რეინდერსის, რაიან აიტ-ნურის, რაიან ჩერკის, ჯეიმს ტრაფორდის, სვენ ნიპანისა და მარკუს ბეტინელის ტრანსფერები განახორციელა.
მანჩესტერ სიტის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას ჯიჯიმ აღნიშნა, რომ ამ კლუბის მაისურის მორგება განსაკუთრებული და საამაყო მომენტია.
ვუერთდები გუნდს, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული და რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეს არის კლუბი, რომლის ღირსების დაცვაც ნებისმიერ გაუხარდება. მრავალი წლის განმავლობაში აღტაცებით ვადევნებდი თვალს მანჩესტერ სიტის თამაშს. ახლა ამ კლუბის მაისურის მორგება უდიდესი ღირსება და პრივილეგიაა. - ჯიჯი დონარუმა.
ჯიჯი დონარუმა ქალაქელთა ნომერ პირველი კიპერი გახდება - ჯეიმს ტრაფორდი კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, თუმცა პირველ ნომრიანი მაისური ტრაფორდის საკუთრებაა, დონარუმას კი სხვა ნომრის არჩევა მოუხდა.
სასურველი ნომრის შერჩევისას, ჯიჯომ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და 99-ნომრიანი მაისური აირჩია. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქელთა რომელიმე მოთამაშე ამ ნომრით ითამაშებს. დონარუმა 99-ნომრიანი მაისურით მილანში თამაშობდა და ეს ციფრები მისი დაბადების წელს (1999) განასახიერებს.
იტალიელი კიპერის დებიუტი პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, 14 სექტემბერსაა მოსალოდნელი, როდესაც სიტი იუნაიტედს უმასპინძლებს.