23 თებერვალს, "მიხეილ მესხი 2-ზე", თბილისურ დერბიში, "დინამო თბილისი" და " საბურთალო" საქართველოს 2020 წლის სუპერთასის გამარჯვებულს გამოავლენენ.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 99 წლის წინ, 23 თებერვალს რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში ღირსეულად დაღუპულ ქართველ იუნკერებს პატივს მიაგებს.
"ლურჯ-თეთრები" ამ შეხვედრაში არატრადიციული, შავი ფერით ითამაშებენ და მაისურზე, მკერდთან იუნკერთა გმირულად გარდაცვლილ მეთაურთა გვარები ექნებათ ამოტვიფრული.
სუპერთასის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.