Belive

დინამო ბათუმი - ბრატისლავის სლოვანი: ყველა ბილეთი გაყიდულია!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი", ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში გაიმართება. 2022 წლის ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი მატჩამდე თითქმის 1 კვირით ადრე გაყიდულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის უგოლოდ - 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი 13 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები