დიეგო სიმეონემ ვინისიუსსა და ფლორენტინო პერესს მოუბოდიშა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, ვინისიუს ჟუნიორსა და ფლორენტინო პერესს ბოდიში მოუხადა:
,,მინდა, ბოდიში მოვუხადო ბატონ ფლორენტინოს და ასევე, ბატონ ვინისიუსს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ყველამ ნახეთ.
ჩემი მხრიდან ასეთი საქციელი არასწორია და ცხადია, ვაღიარებ, რომ მართალი არ ვიყავი.'' - დიეგო სიმეონე
ესპანური მედიის ცნობით, რეალისა და ატლეტიკოს ნახევარფინალურ მატჩში სიმეონემ ვინისიუსის პროვოცირება ორჯერ სცადა - პირველ შემთხვევაში უთხრა, რომ ფლორენტინო პერესი გუნდიდან აუცილებლად გააგდებდა, შემდეგ კი, ბრაზილიელს მოედნიდან გასვლისას, ტრიბუნებისკენ მიუთითა და ანიშნა მოესმინა, რას სკანდირებდნენ მაყურებლები.
🙏 SIMEONE pide DISCULPAS a VINICIUS y FLORENTINO por su "te va a echar":
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) January 12, 2026
❌ "No estuve bien..."
🎙️ @inakivdl pic.twitter.com/WH89qbdiYy