Belive

"დი ფრანჩესკოს ერთ-ერთი მთავარი ძალა იქნება" - იტალიური მედიის გამოხმაურება გიორგი კვერნაძის ტრანსფერზე 

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე სერია A-ს კლუბს შეუერთდა, იტალიური მედია "ფროზინონეს" ტრანსფერს გამოეხმაურა.

"გიორგი ჰქვია, საქართველოდანაა და ფონეტიკურად გვახსენდება ფაბერის პასაჟი ჟორდიდან, თუმცა იქ გაცილებით დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები, ვიდრე კვერნაძის შემთხვევაში, რომელსაც დაუნდობელი მეფეები არ ეყოლება და "ფროზინონესთან" ერთად მხოლოდ სერია A-ში დარჩენას შეეცდება.

"ფროზინონე" 2023/24 წლების სეზონში იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდი, რომელსაც დაპყრობისა და სხვების გაოცების სურვილი ექნება, გიორგი კვერნაძე კი ერთგვარი სამომავლო სატრანსფერო პოლიტიკის სიმბოლოა, რომელიც ტექნიკური ფეხბურთელების დამატებას, მათი პოტენციალის განვითარებას და შემდეგ ფინანსური სარგებლის მიღებას გულისხმობს.

კვერნაძეს ეტყობა, რომ საკმარისი ტექნიკა აქვს და მისი მოქმედება მარცხენა ფლანგზე მწვრთნელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს ბანქოში ერთ-ერთი მთავარი ქაღალდი იქნება", - წერს politica7.it-ი.

გიორგი კვერნაძის ტრანსფერი "ფროსინონემ" 3 ივლისს გააოფიციალურა - 20 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 1-წლიანი იჯარის წესით გადავიდა.

სხვა სტატიები