Belive

ვინ მოიგებს სერია A-ს? Opta-ს კომპიუტერული მოდელის პროგნოზი

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 12 ტურია გასული, თუმცა Opta-ს კომპიუტერული მოდელის პროგნოზით, ,,ინტერს'' სკუდეტოს მოგების ყველაზე მაღალი - 84%-იანი შანსი აქვს.

13%-ია იმის ალბათობა, რომ ,,ნერაძური'' ჩემპიონატს მე-2 ადგილზე დაასრულებს. Opta-ს ვერსიით, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ინძაგის გუნდი Top ოთხეულში ვერ მოხვდეს (0,1%).

ამავე მონაცემების თანახმად, ,,ინტერის'' შემდეგ ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი ტურინის ,,იუვენტუსს'' აქვს (12%), თუმცა, უფრო მოსალოდნელია, რომ ,,ბებერი ქალბატონები'' სერია A-ში მეორე ადგილს დაიკავებენ (51,6%).

სკუდეტოს მაძიებელთა შორის მესამე ,,მილანია'' (2,2%), მოქმედი ჩემპიონის - ,,ნაპოლის'' შანსები კი მხოლოდ 1,3%-ით ფასდება.

ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები:

  1. ინტერი - 84,2%

  2. იუვენტუსი - 12%

  3. მილანი - 2,2%

  4. ნაპოლი - 1,3%

  5. ატალანტა - 0,1%

  6. ლაციო - 0,1%

ინტერის შანსები:

პირველი ადგილი - 84,2%

მე-2 ადგილი - 12,9 %

მე-3 ადგილი - 2,1 %

მე-4 ადგილი - 0,6 %

მე-5 ადგილი - 0,1 %

ნაპოლის შანსები:

პირველი ადგილი - 1,3 %

მე-2 ადგილი - 13,5 %

მე-3 ადგილი - 26,2 %

მე-4 ადგილი - 27,1 %

მე-5 ადგილი - 15,8 %

იუვენტუსის შანსები:

პირველი ადგილი - 12 %

მე-2 ადგილი - 51,6 %

მე-3 ადგილი - 21,4 %

მე-4 ადგილი - 9,6 %

მე-5 ადგილი - 3,4%

მილანის შანსები:

პირველი ადგილი - 2,2%

მე-2 ადგილი - 17,3 %

მე-3 ადგილი - 32,2 %

მე-4 ადგილი - 24,3 %

მე-5 ადგილი - 12,2 %

  • სერია A-ს 12 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 31 ქულით ,,ინტერი'' იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან ,,იუვენტუსს'' 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები