Belive

დი მარიას ტრანსფერი იუვენტუსში შესაძლოა ჩაიშალოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია გასული სეზონის ბოლოს, "პსჟ"-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა. გამოცდილი ვინგერის დამატებით ყველაზე მეტად დაინტერესებული "იუვენტუსია". მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის ალბათობა დიდი იყო, დღეს იტალიელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ განაცხადა, რომ ანხელის ტრანსფერი "იუვენტუსში" ჩავარდნის პირასაა, რადგან ფეხბურთელს, გარკვეული პირადი მიზეზების გამო, ხელშეკრულების გაფორმება არ სურს. თავად დი მარია შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. 2021/22 წლების სეზონში დი მარიამ 31 მატჩი ჩაატარა - არგენტინელის ანგარიშძე 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები