'დღეს ტელევიზორი კვარას გამო ჩავრთე' - ფანების გამოხმაურება კვარაცხელიას გოლზე
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში, პსჟ-მ ლიონთან მატჩი საკუთარ მოედანზე, 1:2 დათმო. შეხვედრის ნათელი წერტილი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც მოედანზე (0:2-ზე) მე-60 წუთზე შემოვიდა და მატჩის მიწურულს ულამაზესი გოლი გაიტანა. კვარამ იქამდეც შექმნა ლამაზი მომენტები და პარიზულ გუნდს დამატებითი მუხტი შესძინა. სოციალურ ქსელში, ქართველი გარემარბის თამაშსა და გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გოლი ხომ ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ის ფინტი მარცხნიდან... წარმოუდგენელი - ოქროს ბურთი წინ არის.
პასები - კვარა
დრიბლინგი - კვარა
დაცვაში მუშაობა - კვარა
დარტყმა - კვარა
სიჩქარე - მბაპე
'ფინიშინგი' - მბაპე
გუნდური მუშაობა - კვარა
თავით თამაში - კვარა
მბაპე უფრო სწრაფია, მაგრამ კვარა უფრო სრულყოფილია.
დიდ მატჩებში ორი მთავარი კაცი არსებობს: ხვიჩა კვარაცხელია და ხულიან ალვარესი - სწორედ მათ უნდა ენდო, როცა გადამწყვეტი მომენტია.
მწყინს, რომ ლუის ენრიკე არ გვაძლევს საშუალებას, ლამაზ ფეხბურთს 90 წუთის განმავლობაში ვუყუროთ - კვარას მხოლოდ 30 წუთი მისცა და ვნახეთ რაც 'დაატრიალა' მოედანზე.
შეგვეძლო კვარაცხელია და სემენიო ჰავერცსა და მადუეკეზე იაფად გვეყიდა (არსენალის გულშემატკივარი).
კვარაცხელია და შერკი ერთად 100 მილიონი დაჯდა. დიოკერესში, მადუეკესა და ჰავერცში 200 მილიონი დავხარჯეთ - კარგად იყავით (არსენალის გულშემატკივარი).
პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგ, კვარაცხელიას გოლების კრებული ნახეთ - ამ ბიჭს საოცარი უნარები აქვს.
ბოლო დეკადაში, სერია A-ში, კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელი არ უნახავთ.
ბაიერნთან კვარაცხელიას ასეთი 'აურა' დაგვჭირდება.
კვარა ის ფეხბურთელია, რომელიც ყველას მოგვწონს, ის საკუთარი ტექნიკით დაიბადა. - ვკითხულობთ გულშემატკივართა კომენტარებს X-ზე
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, კვარაცხელიას ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა - გაცილებით შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე: უმაღლეს საკლუბო ტურნირზე კვარაცხელიას უკვე 8 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა გაკეთებული.