Belive

,,დღეს ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა'' - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ნანტთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,დღეს ყველაფრისგან სიამოვნება მივიღე! ჩვენ შევძელით გვენახა ის მოთამაშეები, რომლებსაც, როგორც წესი, ნაკლებად ვხედავთ ხოლმე. ეს იყო „ხაფანგი“ მატჩი, რადგან სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ცვლილება გვქონდა. მხედველობაში მყავს ბერალდო, დუე და მბაიე, რომელმაც კვლავ ითამაშა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ მიუხედავად შემადგენლობისა, ჩვენ გვაქვს უნარი, ვითამაშოთ და შედეგი დავდოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა.

ოთხქულიანი უპირატესობა კარგია. მომდევნო ტურში ლანსი პარასკევს ითამაშებს და მათი შედეგი გვეცოდინება. დაძაბული ბრძოლა გველის, ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში იყო. ლანსმა მთელი წლის მანძილზე მაღალი დონე აჩვენა. ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ, თუმცა წინ სეზონის ყველაზე რთული ნაწილი გველოდება.

ნანტის შესაძლო გავარდნა? საწყენია, რომ ისტორიული კლუბები სირთულეებს აწყდებიან. თუმცა, ქვედა დივიზიონებშიც არიან სხვა ისტორიული გუნდები, რომელთა ხილვასაც ლიგა 1-ში ვისურვებდი. მაგალითად, სენტ-ეტიენი და ბორდო...

კვარაცხელია? დღეს ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა (იცინის)...'' - ლუის ენრიკე

ხვიჩა კვარაცხელიამ ნანტთან 3:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.

პარი სენ ჟერმენი მომავალ მატჩს შაბათს, 25 არპილს, ანჟესთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები