Belive

დევიდ ბექჰემი: "მესის მაიამიში წვეულებას მოვუწყობთ"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი და "ინტერ მაიამის" თანამფლობელი დევიდ ბექჰემი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მსოფლიოს ლიონელ მესის მიერ მერვე ოქროს ბურთის მოგება ამცნო.

ამ საპატიო სქმიანობის შესრულების შემდეგ, ინგლისის ნაკრების, "მანჩესტერ იუნაიტედის" და მადრიდის "რეალის" ლეგენდამ არგენტინელის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდი ლეოსთვის სპეციალური ღონისძების მოწყობას აპირებს.

"განსაკუთრებული გრძნობაა, როცა ამბობ, რომ მესი "ინტერ მაიამის" ფეხბურთელია და ამ ქალაქის ნაწილია.

მესი ამ წარმატებას თანაგუნდელებთან და ოჯახთან ერთად ისე აღნიშნავს, როგორც მას სურს. თუმცა, ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი მაიამიში გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, კარგი წვეულების მოწყობა შეგვიძლია", - თქვა დევიდ ბექჰემმა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო და გახდა პირველი მოთამაშე სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, რომელმაც აღნიშნული ჯილდო სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა.

სხვა სტატიები