Belive

დერბიში გამარჯვება ზურიკოს დარჩა | ქართველების შეფასება

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიგა 1-ის 30-ე ტურში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება შედგა. "სენტ-ეტიენმა" საკუთარ მოედანზე "ლიონს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა ლიონმა მოიგო და საერთოდ, სენტ-ეტიენს 2019 წლის შემდეგ ლიონთან გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში აშკარად დაჩაგრეს მოწინააღმდეგე, ლუკას სტასინმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, ანგარიშის გაზრდა ერთი-ერთზე გასულ დავითაშვილს შეეძლო, თუმცა ბურთი კარს ააციილა. ტაიმის მიწურულს გვერდითა მსაჯს ტრიბუნებიდან მონეტა მოხვდა, რის გამოც თამაში 40 წუთით შეწყდა და შემდეგ იმავე მომენტიდან განახლდა.

მეორე ტაიმში გამოცოცხლებულმა ლიონმა, გათანაბრების ნაცვლად, სტასინისგან მეორე გოლიც მიიღო და სიტუაცია დამძიმდა. ერთადერთი რაც სტუმრებმა შეძლეს 76-ე წუთზე გატანილი ტესმანის გოლია, საგოლე გადაცემა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.

მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ზურიკო კი მოედნიდან 90-ე წუთზე გაიყვანეს. დავითაშვილს ორი კარგი მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად, მისი შეფასება 6.5-დან 6.8-დეა. მიქაუტაძემ 6.6-დან 7.0-დე შეფასება დაიმსახურა.

ლიონი მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩება. სენტ-ეტიენი ისევ ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, თუმცა "ლე ავრს" ქულებით გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები