Belive

დერბი წმინდაა | ფენერმა მწვრთნელი გააგდო - ახალი მწვრთნელი დირკ კიუიტია

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტამბოლურ დერბიში გალათასარაისთან დამარცხების შემდეგ, გუნდმა მთავარი მწვრთნელი - ისმაილ ქარტალი გუნდიდან გაათავისუფლა. ქარტალის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დირკ კიუიტი დანიშნა.

ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდს სათავეში ახალი მთავარი მწვრთნელის პოვნამდე ჩუდგება. კლუბში განვითარებული ეს მოვლენები ყველაზე ნათლად აჩვენებს იმ უზარმაზარ წნეხს, რომელშიც გუნდი ბოლო დროს იმყოფება

გავრცელებული ინფორმაციით, ქარტალს გალათასარაისთან გამართული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და პრინციპული დერბის წაგება არ აპატიეს. მატჩში განცდილმა მარცხმა სამწვრთნელო შტაბის მიმართ კრიტიკის ზღვარი მაქსიმუმამდე აწია, რამაც საბოლოოდ მწვრთნელის წასვლა გამოიწვია.

სიტუაციას ართულებს თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის რთული სტარტიც - 9 ჩატარებული ტურის შემდეგ ფენერბაჰჩე სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეექვსე პოზიციას იკავებს. ვითარებას კიდევ უფრო რთულს ხდის ის ფაქტი, რომ პირველ ადგილზე მყოფ გალათასარაის უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

დირკ კიუიტს უმძიმესი ამოცანა აკისრია: მან სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს გუნდის თამაში და ტიტულისთვის ბრძოლაში დააბრუნოს კლუბი.

სხვა სტატიები