Belive

დემირალი: "გამარჯვებისთვის ნამდვილად გამოვავლინეთ საჭირო ხასიათი და თავდადება"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან სტუმრად 4:1 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები დაკარგა.

საქართველო 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება, 12 ქულა აქვს ლიდერ ესპანეთს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ალ აჰლისა და თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - მერიჰ დემირალმა ისაუბრა, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

„საქართველოსთან სხვაობა ექვს ქულამდე გავზარდეთ. თუ ასე ვითამაშებთ, მჯერა, რომ ყველა მატჩში ძალიან კარგად ვითამაშებთ. დღეს მოედანზე ნამდვილად გამოვავლინეთ საჭირო ხასიათი და თავდადება. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენს მეტოქეს ვაჯობეთ და ამიტომ ვარ ასეთი ბედნიერი - ვიმედოვნებ შემდეგ ორ მატჩში საუკეთესო შედეგს მივაღწევთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ.

არ მინდოდა ამ საკითხში (ჩემს გოლებზე) ზედმეტად ჩაღრმავება. უბრალოდ, გვიხაროდა, როდესაც გოლები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა. ყოველთვის ვამაყობ, რომ ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მონდომება მოედანზე სათანადოდ აისახოს." - მერიჰ დემირალი

ასე და ამგვარად, თურქეთის ნაკრებმა ჩვენს ჯგუფში თითქმის გაინაღდა მეორე ადგილი და მსოფლიო პირველობაზე გასასვლელად ბრძოლას განაგრძობს.

ვილი სანიოლის გუნდი კი მომავალ მატჩს 15 ნოემბერს, თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები