Belive

დეკუს დაბრუნება?! - ამჯერად სპორტული დირექტორის პოზიციაზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

წარმოშობით ბრაზილიელი, პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი - დეკუ, კატალონიურ კლუბში სპორტული დირექტორის პოზიციაზე დაბრუნებას გეგმავს.

კატალონიური რადიო გამოცემა "RAC-1" ირწმუნება, რომ წარმოშობით ბრაზილიელი მზად არის, "ბარსელონას" ამჟამინდელი სპორტული დირექტორი - მატეუ ალემანი შეცვალოს.

დეკუ დიდი ხანია "ბარსელონასთან" თანამშრომლობს და ბრაზილიასა და პორტუგალიაში სწორედ კატალონიური კლუბის ტრანსფერებისთვის მუშაობს. 45 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა დიდი გავლენა წვლილი შეიტანა ობამეიანგისა და რაფინიას ტრანსფერებში.

დეკუ ცოტა ხნის წინ მუშაობდა გაბონის ფეხბურთის ფედერაციაში და მისი კონტაქტები ლაპორტასთან და ეჩევარიასთან, მნიშვნელოვანი იყო ამ თანამდებობის მოსაპოვებლად.

როგორც ცნობილია, დეკუს მოსვლის შემთხვევაში, "ბარსელონა" მესისთან კავშირს, სწორედ დეკუს გავლით აღადგენს.

დეკუ 2004-2008 წლებში კატალონიური კლუბის ღირსებას იცავდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც "ბარსელონას" სათავეში ფრენკ რაიკაარდი იდგა. ამპლუით ნახევარმცველმა, "ბარსელონას" რიგებში 113 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები