Belive

დეკუ: "ფლიკს 3 ფეხბურთელზე უნდა ველაპარაკო, რომლის კლუბში მოყვანაც გვსურს"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა - დეკუმ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ რამდენიმე დღეში ჰანსი ფლიკთან ერთად დიდ შეხვედრას მოაწყობს, სადაც სატრანსფერო გეგმებს განიხილავს.

როგორც დეკუმ განაცხადა, მის ინტერესებში ამ ეტაპისთვის 3 ფეხბურთელი შედის, საიდანცა მინიმუმ ერთს აარჩევენ.

"ამ კვირაში ფლიკს ტრანსფერებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად შევხვდები.

სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ რომელიმე ფეხბურთელმა კლუბიდან წასვლა მოითხოვოს. ერთადერთი კითხვისნიშანი ინიაკი პენიაზეა, რომელსაც კონტრაქტი ეწურება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს იგი.

ჟოან გარსია კარგი მეკარეა - ჩვენი სკაუტინგის დეპარტამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით - გუნდის გაუმჯობესებაზე ჩვენც ვმუშაობთ.

ლუის დიასისა და მარკუს რაშფორდის ვარიანტები მოგვწონს, ასევე სხვა გარემარბებზეც ვმუშაობთ, თუმცა ჯერ ვერ ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც სხვა კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას." - დეკუ

შეგახსენებთ, რომ რაფინიამ და ჰანსი ფლიკმა კლუბთან ახალი კონტრაქტები უკვე გაახნგრძლივეს, წინ ლამინე იამალია, რომელიც ახალ კონტრაქტს ხელს მას შემდეგ მოაწერს, როდესაც სრულწლოვანი გახდება (13 ივლისს).

სხვა სტატიები