Belive

დე პაული: "მესისთან ერთად ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერია..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოსა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა - როდრიგო დე პაულიმ, პარაგვაისთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან მესის შესახებ ისაუბრა. 

"ჩვენ ყოველთვის გვენატრება მესი და ყოველთვის გვსურს, რომ ნაკრების შეკრებაზე მალე ჩამოვიდეს ხოლმე - მასთან ერთად ცხოვრება სულ სხვანაირად მშვენიერია.

მას ნაკრებში შემოაქვს ხალისი, ერთიანობა და ყველაფერი დადებითი, რაც ეროვნულ ნაკრებში უნდა იყოს. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ იგი სრულიად შეიცვალა, სულ სხვანაირი - ლაღი, ბედნიერი და უშუალოა.

ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა მასთან ერთად მოედანზე და თუნდაც მოედნის გარეთ ყოფნა".
- როდრიგო დე პაული

არგენტინის საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს პერუში, პერუს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18 ოქტრომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება. 

სხვა სტატიები