დე პაული: "მესი მთელი ღამე აივანზე იჯდა და კამპ ნოუს უყურებდა"
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მესიმ ამ კვირაში, შუაღამისას, საიდუმლოდ მოინახულა თავისი ყოფილი სახლი, რითაც ნათლად აჩვენა, თუ რამდენად ენატრება ბარსა და ლაპორტა ამბობს, რომ შესაძლოა, ბარსელონას მალე საკუთარი კერპის ქანდაკება ჰქონდეს.
მესის ბარსელონაში რამდენიმე დღით დაბრუნების შესახებ, როდრიგო დე პაულმა ისაუბრა, რომელიც მესისთან ერთად იმყოფებოდა.
"სანამ არგენტინის ნაკრების შეკრებაზე გავფრინდებოდით, ლეომ მოულოდნელად მშვიდი ღიმილით მითხრა - დე პაულ, ჯერ ბარსელონაში ჩავიდეთ... კამპ ნოუს ნახვა უნდოდა. მეგონა, ხუმრობდა - მაგრამ ასე არ იყო.
მაიამიდან კერძო თვითმფრინავით ვიმგზავრეთ და თითქმის არავინ იცოდა, რომ ბარსელონაში ჩავდიოდით. მესის სიჩუმე სურდა, უნდოდა რომ ამ ამბავს დიდი ხმაური არ გამოეწვია და თავად იზრუნა იმაზე, რომ კამერები არ ყოფილიყო.
სტადიონის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმროში გავათენეთ ღამე. ის მთელი ღამე აივანზე იჯდა კამპ ნოუს გაჰყურებდა და სევდიანი ხმით მითხრა - ეს ადგილი, ჩემი ცხოვრების უმთავრეს ნაწილს შეიცავსო.
ვერაფერი ვთქვი - უბრალოდ გავუღიმე და ვუთხარი: „მართალია, ლეო... მსოფლიოში არ არსებობს კლუბი, რომელიც შენს ღირსი იქნება, გარდა „ბარსელონასა“..." - როდრიგო დე პაული
ლეო მესიმ, რამდენიმე დღის წინ, უცნაური ნაბიჯი გადადგა - ის გვიან ღამით, ბარსელონაში, განახლებულ 'ნოუ კამპზე' მივიდა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ფოტოები გადაიღო. ამ დროს, კლუბის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ვიგოში იმყოფებოდნენ და არაფერი იცოდნენ მესის სტუმრობის შესახებ, ფაქტობრივად, არგენტინელი ლეგენდა სტადიონზე "შეიპარა".