იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მასციოს ინფორმაციით, მატეის დე ლიხტი "პსჟ"-ში გადასვლასთან ახლოსაა.
როგორც ცნობილია, ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა მიმდინარე კვირაში ფრანგული გუნდის ხელმძღვანელებს შეხვდება.
Sky Sports-ის თქმით, ტრანსფერის ძირითადი საკითხები მოგვარებულია და რაიოლა "პსჟ"-სთან დანარჩენ დეტალებს შეათანხმებს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის დე ლიხტის შეძენით "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულები.