პსჟ პარმას იაპონელ მეკარეში 33 მილიონს იხდის
პარი სენ-ჟერმენი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა - კლუბი შეთავაზებას შეთავაზებაზე აკეთებს, რითაც ერთდროულად ცდილობს როგორც პერსპექტიული მომავლის უზრუნველყოფას, ისე იმ მოთამაშეების დამატებას, რომელთაც შედეგის მოტანა დაუყოვნებლივ შეუძლიათ.
ამ ფონზე, პარმას იაპონელი გოლკიპერის, ზიონ სუზუკის ხელში ჩასაგდებად წარმოებულ ბრძოლაში, პარიზელთა პირველივე სვლა და იუვენტუსისთვის გადასწრება (უფრო ძვირის შეთავაზებით) სრულიად ლოგიკურია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა დღეს პარმას, 2002 წელს დაბადებული მეკარის სანაცვლოდ ოფიციალური, ჯამში 33 მილიონი ევროს ღირებულების წინადადებით მიმართა. ლუის ენრიკეს საფონოვის საიმედო ალტერნატივა სჭირდება, რადგან შევალიეს მიმართ ნდობა აღარ აქვს და ამ უკანასკნელის სატრანსფერო ბაზარზე გაყვანა იგეგმება.
Zion Suzuki, le prochain gardien de but du PSG ? ➡️ https://t.co/H5Oe3lOE5M
— L'Équipe (@lequipe) August 2, 2026
Titulaire avec le Japon lors de la dernière Coupe du monde, Zion Suzuki, 23 ans, suscite la convoitise de plusieurs grosses écuries européennes, notamment le PSG et la Juventus. Mais qui est vraiment le… pic.twitter.com/TQSjA7YbIw