Belive

დე ლიხტი: ,,ბაიერნში გადმოსვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბაიერნის'' მცველმა, მატეის დე ლიხტმა, ტურინის ,,იუვენტუსიდან'' მიუნხენურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,ბაიერნში გადმოსვლა ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ,,იუვენტუსი'' შესანიშნავი გუნდია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ,,ბაიერნს'' ყველაფერი აქვს - შესანიშნავი შემადგნელობაც და ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციაც. ისეთი განცდა მაქვს, რომ ,,იუვენტუსში'' ამ მხრივ უარესი მდგომარეობა იყო.

სათამაშო დროის ნაკლებობა? ამაზე არ ვღელავ. ბოლო 8-დან 6 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. სათამაშო დროის რაოდენობით კმაყოფილი ვარ,'' - განაცხადა დე ლიხტმა.

დე ლიხტი ,,ბაიერნში'' გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,რეკორდმაისტერმა'' ნიდერლანდელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევრომდე გადაიხადა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველის ანგარიშზე მიუნხენური გრანდის მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 გოლია.

სხვა სტატიები