Belive

დე ლაურენტისი: "ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებს კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზე"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე ისაუბრა, მისი თქმით სეზონის ბოლოს გავიგებთ თუ რა მოხდება:

სამი თვის წინ მის (ხვიჩა კვარაცხელიას) აგენტებს შევხვდით და კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზე.

მათი პასუხი იყო: არ ინერვიულოთ, ჩვენ აქ ბედნიერები ვართ - მოდით, ამაზე სეზონის ბოლოს ვისაუბროთ. - აურელიო დე ლაურენტისი

სპალეტის წასვლის შემდეგ, რუდი გარსიას დანიშვნამდე, მწვრთნელის ახალ კანდიდატურაზე:

შარშან რომში მოლაპარაკება მქონდა ტიაგო მოტასთან, ჩვენ 6 საათი ვისაუბრეთ. მან მითხრა თავისი გეგმების შესახებ, რომ სურდა მუშაობა იტალიის ფარგლებს გარეთ და გარკვეული კლუბების მწვრთნელობა.

ჟურნალისტი: "პსჟ"?

დე ლაურენტისი: ზუსტად, სწორედ ამას გულისხმობდა. - აურელიო დე ლაურენტისი

მაცარიზე:

მაცარი იმიტომ მოვიდა, რომ ოჯახის მეგობარია. მას უნდა ვაცადოთ მშვიდად მუშაობა. შემდეგი მწვრთნელი? აღარ ვაპირებ მის ძებნას. ყველაფერს აპრილში ვნახავთ. - აურელიო დე ლაურენტისი

გარსიაზე:

სანამ რუდი გარსიას გავათავისუფლებდი მან მითხრა, რომ ნება მიმეცა როგორც მას სურდა ისე გაეკეთებინა, მაგრამ "ემპოლის" წინააღმდეგ მატჩში, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, მე ჩავედი გასახდელში და ვუთხარი "რა ჯანდაბას აკეთებ?". მატჩის ბოლოს კი, დაკავებული პოზიციიდან გავათავისუფლე. - აურელიო დე ლაურენტისი

ახალ სტადიონზე და სპორტულ ცენტრზე:

მე მინდა ახალი სტადიონი და სპორტული ცენტრი, როგორიც ეს "მანჩესტერ სიტიშია". მე ამაში პერსონალურ ფულს ჩავდებ, არ მჭირდება დაფინანსება. - აურელიო დე ლაურენტისი

სხვა სტატიები