დე ლაურენტისი: "განსაკუთრებულებს შურის გამო მარხავენ"
ჩემპიონთა ლიგაზე, ნაპოლის ბენფიკასთან წაგების შემდეგ (2:0), იტალიელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ჟოზე მოურინიოსადმი (ბენფიკას მწვრთნელი) საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ნაპოლის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისინი, ვინც მიიჩნნევს, რომ პორტუგალიელი ტაქტიკოსი „დასრულდა“. დე ლაურენტისი ამტკიცებს, რომ ევროპული საფეხბურთო კულტურა გამარჯვებულების „დამარხვას“ შურის გამო ცდილობს, მაშინ როცა ისინი შეერთებულ შტატებში ღმერთებივით ცხოვრობენ.
ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ყველა თამაშის მოგებას, თუნდაც იმიტომ, რომ მოურინიოს დამარცხება მარტივი არ არის.
ვინც ფიქრობს, რომ მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები მაღალი დონის აღარაა, ამბობს ჩვეულ სისასტიკეს, რაც გამარჯვებულების წინააღმდეგ ხშირად ვრცელდება.
ევროპაში 'განსაკუთრებულებს' შურის გამო მარხავენ, ამერიკაში კი მათ ხელის გულზე ატარებენ.
- განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა
ჟოზე მოურინიომ მოახერხა და ბენფიკას, ჩემპიონთა ლიგაზე, უკანასკნელი 2 შეხვედრა მოაგებინა (აიაქსთან და ნაპოლისთან), თუმცა პორტუგალიური კლუბი მაინც საუკეთესო 24-ეულს ქვემოთაა (25-ზე).
როგორც ყოველთვის, ნაპოლი, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, არადამაჯერებელია - კონტეს გუნდი ბენფიკას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს (7 ქულა) და 23-ე ადგილს იკავებს.