დე ლა ფუენტე: "იამალი საუკეთესოა და ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ფინალის საგზურისთვის ორი გამორჩეული ევროპული ნაკრები იბრძოდა. შტუტგარტში ჩატარებული შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება გულშემატკივრებისათვის - ესპანეთმა საფრანგეთის ნაკრები 5:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელთა თავკაცმა - ლუის დე ლა ფუენტემ, მატჩი შეაფასა და ლამინე იამალის შესახებაც ისაუბრა.
"მოედანზე მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა. ბედნიერი ვარ, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
წინ მნიშვნელოვანი ფინალია - ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს, ჩემპიონობა, დანარჩენს კი კვირას ფინალურ დაპირისპირებაში ვნახავთ.
რაც შეეხება იამალს, ის უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთს იმსახურებს." - დე ლა ფუენტე
შეგახსენებთ, რომ ლუის დე ლა ფუენტე სწორედ ის მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
8 ივნისს, ესპანეთი პორტუგალიასთან ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საფრანგეთი კი მესამე ადგილის დასაკავებლად გერმანიის დამარცხებას შეეცდება.