Belive

დე ლა ფუენტე: "ფრანგებიც ისევე იქნებიან შეწუხებული ესპანეთთან შეხვედრით, როგორც - ჩვენ"

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ესპანეთის ნაკრებმა ბელგია (2:1) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ტურნირზე პირველი გოლი გაუშვა, მოგება კი ისევ მიკელ მერინოს წყალობით შეძლო, რომელმაც, როგორც პორტუგალიასთან, ბელგიასთანაც მატჩის მიწურულს გაიტანა გამარჯვების გოლი. შეხვედრის შემდეგ, ესპანელთა მწვრთნელმა მომავალ მეტოქეზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი ისევე ნერვიულობს, როგორც ჩვენ. გახსოვდეთ, ისინი ზედიზედ ორ მატჩში დავამარცხეთ.

ეს ჩვენი ყველაზე რთული მეტოქე იქნება ამ ტურნირზე. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და მათი თავდასხმა საზარლად გამოიყურება, თუმცა ამისთვის გეგმა უკვე მაქვს.

ჩემი გუნდი დაუფასებელია, მაგრამ როცა ვთამაშობთ, ნახევარდაცვის სიძლიერის წყალობით, ყოველთვის ვდომინირებთ. საფრანგეთთან მძიმე ბრძოლა გველის, თუმცა ვნახოთ - ყველაფერს მინდორზე ფეხბურთელები გადაწყვეტენ.

მიკელ მერინო არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველაფერს უზადოდ აკეთებს. ამასთანავე, მას ცხოვრების მიმართაც სამაგალითო დამოკიდებულება აქვს. გამოირჩევა საქმისადმი ერთგულებითა და სოლიდარობის გრძნობით. ის უბრალოდ სუპერმეგავარსკვლავია. - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ

საფრანგეთისა და ესპანეთის ნახევარფინალური დაპირისპირება 14 ივლისს შედგება და დომინაციის ხარისხით, ეს რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი აფიშაა მიმდინარე ტურნირზე. ბადის მეორე მხარეს ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ ორი გიგანტი იბრძვის, ინგლისი ნორვეგიის, ხოლო არგენტინა შვეიცარიის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები