Belive

დე ბრუინე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს?! - ტრავმა ურთულესი აღმოჩნდა

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, ნაპოლიმ ინტერს უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. შეხვედრაში გატანილი პირველი გოლის ავტორი კევინ დე ბრუინე გახდა, რომელმაც 33-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

პენალტის დარტყმის მომენტში დე ბრუინემ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მოედანი იძულებით დატოვა - მოგვიანებით ჩატარებული გამოკვლევებით კი დადგინდა, რომ ტრავმა გაცილებით უფრო მძიმეა. ნაპოლის მიერ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბელგიელი ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას 2026 წლამდე ვერ შეძლებს - წინასწარი ინფორმაციით იგი 3 თვეს იუქმებს, თუმცა მან ისეთი სიმძიმის ტრავმა მიიღო, ძალიან რთულია სწორად ვარაუდი, თუ როდის დაუბრუნდება იგი მოედანს.

ცნობილი და გავლენიანი სპორტული გამოცემის "The Sun"-ის ინფორმაციით, არსებობს საკმაო შანსები იმისა, რომ ბელგიელმა ვარსკვლავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.

მასთან დაახლოებული ადამიანები შიშობენ, რომ ბარძაყის მძიმე დაზიანება ზუსტად იმავე ადგილას აქვს, რომელზეც 2023 წელს ოპერაცია ჩაუტარდა და შესაძლოა ეს იმაზე დიდი დარტყმა აღმოჩნდეს, ვიდრე ელოდებიან.

დე ბრუინმა უკვე დატოვა იტალია და ოჯახთან ერთად ბელგიაში დაბრუნდა, რათა რეაბილიტაციის პროცესზე იმუშავოს. მსოფლიო ჩემპიონატი 28 ივნისს იწყება, ბელგიას კი მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ყაზახეთთან ან ლიხტენშტეინთან გამარჯვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინე ნაპოლის გასულ ზაფხულს შეუერთდა - მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში, ბელგიელმა 4 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები