Belive

დე ბრუინე: ,,მბაპეს პსჟ-ში ოქროს ბურთის მოგება გაუჭირდება''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, უპასუხა შეკითხვას თუ ვინ შეძლებს ოქროს ბურთის მოგებას პირველად მბაპეს, ჰოლანდსა და ვინისიუსს შორის:

,,პირველი ჰოლანდი იქნება, მეორე ვინისიუსი, მესამე კი - მბაპე...

 

რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ არ ვიცი წელს რა მოხდება. ვფიქრობ, რომ მბაპეს პსჟ-ში ოქროს ბურთის მოგება გაუჭირდება. ამბობენ, რომ ის შეიძლება, რეალში გადავიდეს, ასეთ შემთხვევაში, მას ყველაზე მაღლა დავაყენებდი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სეზონი ჩაატარა ჰოლანდმა, ის ჩემი ფავორიტია,'' - განაცხადა ბელგიელმა.

ახალ სეზონში კილიან მბაპემ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით გუშინ მეორე შეხვედრა ჩაატარა და ,,ლანსს'' დუბლი შეუსრულა.

 

სხვა სტატიები