Belive

დე ბრუინე: ,,ჩვენ არ შეგვიძლია, ვითამაშოთ ისე, როგორც მანჩესტერ სიტი თამაშობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში თამაში ,,მანჩესტერ სიტიში'' თამაშისგან განსხვავებულია.

,,ჩვენ არ შეგვიძლია, ვითამაშოთ ისე, როგორც ,,მანჩესტერ სიტი'' თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში უნდა მოერგო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც შენ გარშემო არიან. მაწუხებს თუ არა ეს ხანდახან? დიახ, მაგრამ ეს ნაკლებად უნდა გამოვავლინო... თუმცა, სრულყოფილებისკენ ვისწრაფვი.

ვიცი, რომ ჩემი რეაქციები ყოველთვის კარგი არ არის. ხალხი ხედავს, რომ ჩემი მიზანი გუნდის დახმარებაა. რა თქმა უნდა, უკეთესი რეაგირება უნდა ვისწავლო, ხანდახან ემოციები იმატებს და ეს თამაშის ნაწილია,'' - დე ბრუინეს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიამ კანადას 1:0 მოუგო.

დე ბრუინეს გუნდი მომავალ მატჩს კვირას, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები