დავით მუჯირი - ესპანეთთან მატჩის ბილეთი ვისაც ექნება, ღამის 12 საათამდე შეეძლება გადაადგილება
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების წლის პირველ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ჩვენთვის ქომაგის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. უეფა-ს რეგულაციით სტადიონის ტრიბუნების 30 პროცენტის შევსებაა შესაძლებელი და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. „დინამო არენაზე“ მაყურებლების 30% გულისხმობს 15 500 გულშემატკივარს. ამ საკითხზე კიდევ უფრო დაწვრილებით მომდევნო კვირაში გავიგებთ – ზუსტ გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში ორშაბათს მიიღებენ.“დავით მუჯირმა 9 საათის შემდეგ გადაადგილებაზეც ილაპარაკა:
„საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 20 საათზე დაიწყება. თუმცა ბილეთები გაიყიდება პირადობით და ბილეთების მფლობელებს 12 საათამდე ექნებათ გადაადგილების უფლება”.