Belive

დავით ხოჭოლავას დონეცკის შახტარი ევროპის ლიგის 1/8-ფინალში გავიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში დონეცკის "შახტარმა" თელ ავივის მაკაბის" კიევში უმასპინძლა და - 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში, უკრაინულმა კლუბმა ებრაულს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს დავით ხოჭოლავას, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო. ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.

სხვა სტატიები