Belive

დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - სენტ-ეტიენმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში, ნანსი სენტ-ეტიენს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა.

ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. წინა მატჩებისგან განსხვავებით ქართველ შემტევს თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. დავითაშვილმა 45-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.

დავითაშვილის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს.

  • Flashscore: 5.7

  • Sofascore: 5.7

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც სენტ-ეტიენის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია.

სენტ-ეტიენი 29 ტურის შემდეგ 54 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის იბრძვის.