"დავბრუნდებით უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები" - გიორგი მიქაუტაძე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთთან (4:1) განცდილი მარცხის შემდეგ, მუნდიალზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
დასანანი მარცხის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ნაკრები დაბრუნდება უფრო ძლიერი და ერთიანი.
რა თქმა უნდა, ამ ორი მარცხით ძალიან ვართ დამწუხრებულნი და ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულნი, რათა გავიგოთ, რატომ ვერ შევძელით ჩვენი ძალის ჩვენება.
მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო - და ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე. და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უდიდესი ძალით: თქვენით.
გმადლობთ თქვენ მხარდაჭერისთვის - ესპანეთიდან თურქეთამდე. თქვენ საოცრები იყავით და ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ, რა დიდი ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ერი ჩვენს გვერდით. გმადლობთ ყველაფრისთვის. - გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკნით მატჩებს ჯვაროსნები 15 და 18 ნოემბერს, ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ფოტო: nakrebi.ge