Belive

დაუდი შტუტგარტის ფეხბურთელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"შტუტგარტსა" და "ბრაიტონს" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მო დაუდმა პრემიერ ლიგის კლუბი დატოვა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გერმანიაში გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, დაუდი "შტუტგარტს" იჯარით შეუერთდა, მაგრამ ბუნდესლიგის კლუბს 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა, 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

შეგახსენებთ, მაჰმუდ დაუდი "ბრაიტონს" 2023 წელს შეუერთდდა, თუმცა, კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და პრემიერ ლიგის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები