Belive

დარვინი ნაპოლის დათანხმდა - ტრანსფერის გაოფიციალურებამდე ლივერპულის დასტურია დარჩენილი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დარვინ ნუნიესის სანაცვლოდ ბრძოლაში ნაპოლი დაწინაურდა. იტალიურ და ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, პარტენოპეი მზადაა ურუგვაელი შემტევის სანაცვლოდ, ლივერპულს 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ დარვინის ტრანსფერით სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან. ასევე, საუბარია რამდენიმე კლუბზე საუდის არაბეთიდან, თუმცა, იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტრანსფერთან ყველაზე ახლოსაა, რაც თავად ურუგვაელმა ფორვარდმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ იგი მზად არის ნეაპოლურ გუნდში გადავიდეს.

იმისათვის, რომ ტრანსფერი შედგეს, ერთადერთი დეტალია გასავლელი - გარიგება ახლა ფინანსურ მიზანშეწონილობაზეა დამოკიდებული. ლივერპულს დიდი ანაზღაურება სურს და ხელფასის მოთხოვნები გადამწყვეტი იქნება.

ფეხბურთელის წარმომადგენელსა და ნაპოლის შორის საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალების შეთანხმების შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ ტრანსფერი კვირის ბოლომდე დადასტურდეს.

შეგახსენებთ, რომ დარვინ ნუნიესი ლივერპულს 2022 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, პრემიერ ლიგის 95 შეხვედრაში, 25 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები