Belive

დანიელე დე როსიმ იტალიის სერია D-ს გუნდი იყიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ სერია D-ს გუნდი "ოსტია მარე" იყიდა. 41 წლის ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს "რომას" წვრთნიდა, მაგრამ 2024/25 წლების სეზონის დაწყებიდან, 4 მატჩის (3 ფრე, 1 მარცხი) შემდეგ ის გუნდიდან გაათავისუფლეს.

კლუბი, რომლის მფლობელიც დე როსი გახდა, სერია D-ში ასპარეზობს და 18 გუნდიან ცხრილში მე-14 ადგილზეა.

ჩემი მიზანი იქნება ავაშენო მყარი, გამჭვირვალე და ინოვაციური კლუბი, რომელიც ხალხს საშუალებას მისცემს, რომ ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ და მშობლიურ ქალაქს უფრო დაუახლოვდნენ. ახალი თავი დღეს იწყება. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავწეროთ ისტორია, რომლითაც ვიამაყებთ - დანიელე დე როსი
View this post on Instagram

A post shared by Daniele De Rossi (@danielederossi)

სხვა სტატიები