Belive

დანია ევრო 2024-ზე ითამაშებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის H ჯგუფში დანიელები საკუთარ მოედანზე სლოვენიელებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

პირველი გოლი 26-ე წუთზე მეჰლემ გაიტანა, 4 წუთში კი სლოვენიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, გოლის ავტორი ერიკ იანზაა. ტომას დელანმა კი 54 წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო და დანიამ ამ მოგებით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები