Belive

ფრენკი დე იონგისთვის სეზონი დასრულდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველის - ფრენკი დე იონგისთვის, საკლუბო ფეხბურთი დასრულდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, იგი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.

26 წლის ნახევარმცველმა ტრავმა "ელ კლასიკოში" პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ფრენკი დე იონგს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და გაირკვა, რომ მან კოჭის არეში 2 მყესი გაიჭიმა და მინიმუმ 4-5 კვირას იუქმებს, რის მიხედვითაც იგი საკლუბო ფეხბურთის დარჩენილ სეზონს ვეღარ ითამაშებს, თუმცა 100%-ით მზად იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგს ამ სეზონში მესამე მძიმე ტრავმა აქვს. მან სეზონის სტარტი გამოტოვა, შემდეგ კი მარტში ტრავმა მიიღო და ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს წინააღმდეგ დაბრუნდა, თუმცა 1 კვირის თავზე იგი კვლავ მძიმედ დაზიანდა.

სხვა სტატიები