Belive

დანი ოლმოსთვის 2025 წელი დასრულებულია - ბარსელონას მორიგი ტრავმირებული ჰყავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა ბარსელონამ შუა კვირაში ჩაატარა და ატლეტიკო მადრიდს 'ნოუ კამპზე' 3:1 მოუგო. ბარსელონამ, მიმდინარე სეზონში, რამდენიმე პრინციპული თამაში წააგო (რეალთან, ჩელსისთან) და ამ გამარჯვებამ ჰანსი ფლიკს სიამაყის საბაბი მისცა.

თუნდა, გერმანელი თავკაცი კვლავ მძიმე დღეშია ლაზარეთის კუთხით, რადგან თამაშიდან-თამაშამდე ბარსელონას ტრავმირებული ფეხბურთელები ემატება.

ამჯერად, ატლეტიკოს წინააღმდეგ დანი ოლმომ დაიზიანა მხარი, რის გამოც მინიმუმ 1 თვეს იუქმებს და 2025 წელს გუნდს ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა.

ოლმომ ტრავმა გატანილი გოლის მომენტში მიიღო, რის გამოც მან მხარი უნდა მოირჩინოს და რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით 1 თვეს გასტანს.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოსთან თამაშის დროს ასევე დაზიანდა ტრავმიდან ახლადდაბრუნებული პედრი, თუმცა როგორც ჩანს მისი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

ბარსელონას ასევე ტრავმირებული ჰყავს - ფრენკი დე იონგი, ფერმინ ლოპესი, გავი და ტერ შტეგენი, კლუბს ასევე ვერ ეხმარება რონალდდ არაუხო.

ბარსელონა შემდეგ მატჩს 6 დეკემბერს, სტუმრად ბეტისის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები