"დადგა დრო, რომელიც არასდროს მინდოდა რომ დამდგარიყო" - მოდრიჩი რეალის ფანებს დაემშვიდობა
ლუკა მოდრიჩის გასაოცარი და ტიტულოვანი კარიერა მადრიდის რეალში დასასრულს მიუახლოვდა. 13 სეზონის განმავლობაში ჩატარებული 393 მატჩის, ლა ლიგის 4 და ჩემპიონთა ლიგის 6 ტიტულის შემდეგ, მოდრიჩმა სამეფო კლუბის ფანებს ღია წერილით მიმართა.
39 წლის ხორვატი ვარსკვლავი მადრიდის რეალის გულშემატკივრებს დაემშვიდობა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რეალის ძვირფასო გულშემატკივრებო,
დრო მოვიდა. მომენტი, რომელიც არასდროს მინდოდა, რომ დამდგარიყო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ცხოვრებაში ყველაფერს გააჩნია დასაწყისი და დასასრული. შაბათს, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემს უკანასკნელ მატჩს გავმართავ.
2012 წელს აქ მომიყვანა სურვილმა, რომ ჩამეცვა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისური და გამაჩნდა ამბიცია, რომ ამეხდინა დიდი მიზნები, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რაც შემდეგ მოხდა. მადრიდის რეალში თამაშმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, როგორც ფეხბურთელისა და როგორც ადამიანის. ამაყი ვარ, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეპოქის ნაწილი ვიყავი.
მინდა კლუბს მთელი გულით მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მეხმარებოდნენ. წლების განმავლობაში უამრავი რამის მომსწრე გავხდი და გამოვცადე - ქამბექები, რომლებიც წარმოუდგენელი ჩანდა, ფინალები, აღნიშვნები და ჯადოსნური საღამოები ბერნაბეუზე... ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ და უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან, ძალიან ბედნიერი.
მაგრამ ტიტულებისა და გამარჯვებების მიღმა, გულით ვატარებ რეალის თითოეული ფანის უდიდეს სიყვარულს. არ ვიცი, როგორ ავხსნა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც გულშემატკივრებთან გამაჩნია. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება იმ მხარდაჭერის, დაფასებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ფანებისგან ვიღებდი.
გტოვებთ სავსე გულით. სიამაყით, მადლიერებითა და დაუვიწყარი მოგონებებით. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, მოედანზე ამ დიდებული კლუბის მაისურით აღარ გამოვალ, მაგრამ ყოველთვის რეალის ფანი ვიქნები.
ჰალა მადრიდ. - ლუკა მოდრიჩი.
🤍👋🏻 Luka Modrić’s letter to Real Madrid fans.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 22, 2025
“Dear Madrid fans,
Time has come. The moment I never wanted to come, but that's football, and in life everything has a beginning and an end... On Saturday I will play my last match at the Santiago Bernabéu.
I arrived in 2012 with… pic.twitter.com/GTuwq5tcc3
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა რეალის მაისურით ლა ლიგის 393 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხორვატი ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული და ექვსჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს.