Belive

დაბრუნება 8-თვიანი პაუზის შემდეგ - ჩაკვეტაძემ პრესტონის წინააღმდეგ ითამაშა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

8-თვიანი, იძულებითი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.

ქართველმა შემტევმა დღეს ჩემპიონშიფის მე-17 ტურში, პრესტონის წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, გიორგი კი მატჩში 74-ე წუთზე ჩაერთო.

ჩაკვეტაძემ Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. 26 წლის ფეხბურთელი ბურთს სულ 12-ჯერ შეეხო, 9-დან 9 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 2-დან 1 დუელი მოიგო.

6.1 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 6.6-ით კი - Flashscore-მა.

17 ტურის შემდეგ, უოტფორდს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 2 დეკემბერს ბირმინგემის წინააღმდეგ გამართავს.

  • გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს 5 აპრილს, ბრისტოლ სიტის წინააღმდეგ ითამაშა.

სხვა სტატიები