Belive

corriere dello sport - ფირმინოს კარიერა სერია ა-ს გრანდში გაგრძელდება?!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ბრაზილიელი ვარსკვლავი - რობერტო ფირმინო, იტალიის სერია ა-ს მიუახლოვდა. corriere dello sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფირმინოს სამსახურით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება. წყაროს მტკიცებით, "ბიანკონერი" მზადაა ფირმინოს სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რომელმაც "ლივერპულის" მაისურით პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, გასულ სეზონში "მერსისაიდული გრანდის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. დარვინ ნუნიესის ტრანსფერმა ფირმინოს შანსები კიდევ უფრო შეამცირა და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფირმინოს მუნდიალზე თამაში სურს, "ლივერპულის" დატოვება მის ინტერესშიც შედის. მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, ფირმინოს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, "ლივერპულში" ფირმინოს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა, ამიტომ უდიდესი ალბათობით პრემიერლიგის გრანდს დატოვებს. ბრაზილიელი ვარსკვლავი "ლივერპულს" 2015 წელს შეუერთდა. ტიტულოვანი ინგლისური კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 327 შეხვედრაში, ფირმინომ 98 გოლის გატანა შეძლო და 6 ტიტულს დაეუფლა.

სხვა სტატიები